Sunday, 11 December 2016

ტრენინგის მეცხრე დღეს  კოლეგებმა წარმოადგინეს პროექტები. იყო მშვენიერი ნამუშევრები. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები დრაივზე. განვათავსეთ პრეზენტაცია ბლოგზე.
დიდი მადლობა ტრენერს!

Saturday, 10 December 2016

ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული. შევქმენით დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. ასევე შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა პრეზენტაციისათვის.
   მადლობა, მარეხი, ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის და მოთმინებისათვის!
 

Tuesday, 6 December 2016

ტრენინგის მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ დავალება. ტრენერისაგან მივიღეთ რეკომენდაციები.
    განვიხილეთ შეფასების ფორმები. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და ავირჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები.

Saturday, 3 December 2016

3.12.16

ტრენინგის მეექვსე დღეს გავწერეთ პროცედურები. ვიმუშავეთ წყვილებში, გავაცანით ერთმანეთს ნიმუშები და მეწყვილესაგან მივიღეთ რეკომენდაციები. ავარჩიეთ ერთ-ერთი ჯგუფი და შევქმენით მოსწავლის  ნამუშევრის სავარაუდო ვარიანტი. გავეცანით მეოთხე მოდულში მოსწავლლეთა ნამუშევრების ნიმუშებს.

Friday, 25 November 2016

ტრენინგის მეხუთე დღე- გავეცანით ბლოგში მუშაობას: ფონის დადებას, გვერდების შექმნა, სასარგებლო ბმულები, ფოტო არქივის შექმნა და სურათების ატვირთვა.
     ასევე პრეზენტაციის შაბლონში ვორდის დოკუმენტის ატვირთვა.
    ეს ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო.

სუსტი მხარე: არ ვიცოდი ბლოგში მუშაობა.
ძლიერი მხარე: გამიადვილდა ბლოგში მუშაობა.

Sunday, 13 November 2016

მეოთხე დღეს გავეცანით მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენ მეთოდებს და ვიმუშავეთ ინსტრუმენტებზე.
გავეცანით შეფასებების ინსტრუმენტებს.

Saturday, 12 November 2016

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ  შესრულებული სამუშაოს განხილვით. ტრენერისაგან მივიღეთ რეკომენდაციები.
ვიმუშავეთ მეორე მოდულზე.  გეგმის შაბლონზე. მიზანი მოვარგეთ სტანდარტებს.  გავითვალისწინეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის ტაქსონომია.
გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს.
მივიღეთ დავალება შემდეგი დღისათვის.
ძლიერი მხარე: ვგებულობ ახსნილს და ვცდილობ მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკულად.

ჩემი სუსტი მხარე:  ჯერ ვერ ავირჩიე პროექტის თემა.

Sunday, 6 November 2016

ინტელის ტრენინგის მე-2 დღე

გავეცანით ბროშურის დამზადებას და ვიმუშავეთ მის შექმნაზე.
დავრეგისტრირდით ბლოგზე და განვათავსეთ პოსტები.
მივიღეთ დავალება.

ინტერის ტრენინგის პირველი დღე

ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ვიუვერის მასალას, შინაარს და რესურსებს.

21-საუკუნის უნარებს, ტრენინგის განმავლობაში გასავლელ მასალას, შევქმენით ჩვენი პროექტისთვის პორტფოლიო.

Thursday, 9 June 2016

9.06.16

     ხვალ, 10 ივნისს, გვაქვს მშობელთა კრება, ოთხი გაკვეთილის შემდეგ.
ვისაც არ ჩაუბარებია სახელმძღვანელოები, გთხოვთ, წამოიღეთ.

ხვალ არის აგრეთვე სამეურვეო საბჭოს არჩევნები.  მშობლები ხმას აძლევენ მშობელს.  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობა.

Wednesday, 1 June 2016

1.06.16

       პარასკევს, 3 ივნისს, მივდივართ თეატრში.  ვიკრიბებით სკოლის ეზოში 9-ს რომ დააკლდება 10წთ.   ავტობუსები გავა 9 სთ-ზე.

Friday, 27 May 2016

27.05.16

           ორშაბათს ვიწყებთ შემაჯამებელ სამუშაოებს მათემატიკაში და ქართულში.
გთხოვთ,  ვისაც არ მოუტანია, გამოატანეთ ერთი თხელი მათემატიკის რვეული.


              ექსკურსიაზე მივდივართ   12 ივნისს!

Tuesday, 17 May 2016

17.05.16

პარასკევს, 20 მაისს, გაკვეთილების შემდეგ, გვექნება მშობელთა კრება.

Monday, 14 March 2016

12.03.16

ლუკა ბოგვერაძეს მთელი კლასის სახელით ვულოცავთ დაბადების დღეს და მთელს მის ოჯახს, ლუკასთან ერთად, ვუსურვებთ სიხარულს და ბედნიერებას!

Thursday, 10 March 2016

10.03.16

        ხვალ, იუბილარი მათე ეჯიბია კლასელებს უმასპინძლდება ტორტით. გთხოვთ, ბავშვებს მოაკითხოთ 5 გაკვეთილის შემდეგ.

       მათეს და მის მშობლებს მთელი კლასის სახელით ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს და ვუსურვებთ ყოველივე კარგს!



ყურადღება! ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს მათემატიკურ კონკურსში, რომელიც ტარდება 13 მარტს 12 საათზე, ვაცნობებ სად დარეგისტრირდნენ: www.smartgeo.ge

Monday, 7 March 2016

07.03.16

         II2  კლასის  ყველა დედიკოს ვულოცავ გაზაფხულის ლამაზ ქალთა დღეებს და ვუსურვებ  ბედნიერ დედობას!

       8 მარტს ვულოცავ ჩემს პატარა ქალბატონებსაც!

06.03.16

       ანასტასია ქუთათელაძეს და მის მშობლებს მთელი კლასის სახელით ვულოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ ყოველივე კარგს.

Friday, 4 March 2016

04.03.16

      ლუკა ძიძიგურს და მის მშობლებს მთელი კლასის სახელით ვულოცავთ დაბადების დღეს!

Wednesday, 2 March 2016

02. 03. 16.

 საშინაო დავალება ჩაწერილი აქვთ საშინაო დავალების რვეულებში.  შეამოწმეთ სისწორე:  N1   გავაორმაგოთ:  5 თეთრი, 10 თეთრი, 1 ლარი, 50 თეთრი, 20 თეთრი. (ჩაწერონ ცხრილის სახით).


N2  შევავსოთ  1 ლარამდე:  35 თეთრი,  40 თეთრი, 70 თეთრი, 65 თეთრი, 80 თეთრი. (ჩაწერონ ცხრილის სახით).

N3  ამოცანა:  ლუკას მამამ  მისცა 7 ლარი, დედამ კი-20 ლარი. რამდენი ლარი აქვს ლუკას?



გთხოვთ; პარასკევს ნუ გამიცდენთ, გვესწრებიან და ამიტომ ბავშვები გამოცხადნენ 15 წუთით ადრე!

Sunday, 28 February 2016

28.02.16

         შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მივდივართ თეატრში,  სამი გაკვეთილის შემდეგ.
ბავშვები უნდა გამოცხადნენ 9 სთ-ზე ჩანთებით. თან იქონიონ მგზავრობის თანხა 2 ლარი.
       რაიმე თუ შეიცვლება,  გაცნობებთ.

Monday, 22 February 2016

    გთხოვთ, თქვენს შვილებს სველი ხელსახოცები მაშინ მაინც გამოატანეთ, როდესაც ხელოვნების გაკვეთილი აქვთ!


      ოთხშაბათს დავწერთ საკონტროლო წერას ქართულში.  ,,ლომი და თაგვის" შინაარსი. ყურადღება მიაქციეთ საშინაო დავალების რვეულებში გასწორებულ თემას.

Friday, 12 February 2016

12.02.16

        პანაშვიდზე წასვლა იგეგმება შაბათს 19 სთ-ზე. მსურველებს გაცნობებთ მისამართს.

დიღმის მასივი,  მე-10 კორპუსი, ბინა-3.  (შეგახსენებთ,  რომ ანასტასია ჩახნაშვილს გარდაეცვალა ბაბუა).

Thursday, 11 February 2016

11.02.16

        ანასტასია ჩახნაშვილს გარდაეცვალა ბაბუა.  ვუსამძიმრებთ  ოჯახს  და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
 
       სამძიმარზე  მივდივართ  პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ.

Monday, 1 February 2016

2.02.16

      გთხოვთ, გაცდენის შემთხვევაში,ტელეფონით  შემატყობინოთ გაცდენის მიზეზი, რომ შესაძლებელი იყოს ვირუსის აღრიცხვა.

Sunday, 24 January 2016

24.01.16

      შეგახსენებთ, რომ  ყოველ  ორშაბათს  ექნებათ  ბუკის დღე. (არ დაავიწყდეთ კომპიუტერების წამოღება!).

        ოთხშაბათობით, მეხუთე გაკვეთილზე, მსურველთათვის დამატებით ჩატარდება მათემატიკის გაკვეთილები (ვიმუშავებთ ლოგიკურ ამოცანებზე).  

Wednesday, 20 January 2016

20.01.16

         მოგესალმებით და გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს!

         გაცნობებთ. რომ შეიცვალა გაკვეთილების ცხრილი.  დღეისათვის გვაქვს ასეთი ცხრილი:

   ორშაბათი                სამშაბათი              ოთხშაბათი          ხუთშაბათი        
1.მათემატიკა         1. მათემატიკა            1.მათემატიკა       1.მათემატიკა        
2.ქართული            2. ქართული               2. ქართული        2. ინგლისური      
3.ქართული            3. ინგლისური           3. ბუნება              3. ქართული          
4.ხელოვნება          4. მუსიკა                     4. ხელოვნება      4. ქართული          
5. სპორტი               5. კითხვის საათი                                    5. მუსიკა


 პარასკევი  
1. ქართული
2. ბუნება
3. მათემატიკა
4. სპორტი



ვიწყებთ 3-ზე გამრავლების ჩაბარებას.

ცხრილში ცვლილებების შემთხვევაში,  გაცნობებთ.