Sunday, 11 December 2016

ტრენინგის მეცხრე დღეს  კოლეგებმა წარმოადგინეს პროექტები. იყო მშვენიერი ნამუშევრები. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები. ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები დრაივზე. განვათავსეთ პრეზენტაცია ბლოგზე.
დიდი მადლობა ტრენერს!

Saturday, 10 December 2016

ტრენინგის მერვე დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული. შევქმენით დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. ასევე შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა პრეზენტაციისათვის.
   მადლობა, მარეხი, ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის და მოთმინებისათვის!
 

Tuesday, 6 December 2016

ტრენინგის მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ დავალება. ტრენერისაგან მივიღეთ რეკომენდაციები.
    განვიხილეთ შეფასების ფორმები. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და ავირჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები.

Saturday, 3 December 2016

3.12.16

ტრენინგის მეექვსე დღეს გავწერეთ პროცედურები. ვიმუშავეთ წყვილებში, გავაცანით ერთმანეთს ნიმუშები და მეწყვილესაგან მივიღეთ რეკომენდაციები. ავარჩიეთ ერთ-ერთი ჯგუფი და შევქმენით მოსწავლის  ნამუშევრის სავარაუდო ვარიანტი. გავეცანით მეოთხე მოდულში მოსწავლლეთა ნამუშევრების ნიმუშებს.