ლექსი: თხას უთხრეს: ---მგელი მამკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა,
-თხაო, ნუ გაგხარებია,
განა სამგლეთი დაიქცა,
იმას რო დარჩა ლეკვები
ისინიც მგლებად მაიქცა.
ანდაზა: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
გამოცანა: ხის მტერი ვარ, ტანი ხის მაქვს,
ყბა და კბილი -რკინის,
როცა ვშრომობ, მაშინ მიყვარს
სიმღერა და ლხინი.
ენის გასატეხი: ალიხე, მალიხე, სალიხე, სიკინჭილახე.
No comments:
Post a Comment