ქართული: გვ.71-ე კითხვით.
დასაწერად: გადაიწერონ პირველი ორი წინადადება ტექსტიდან.
ლექსი: ქათამი
რა ფერისაა ქათამი?
თეთრი, ჭრელი და შავია,
ხორცს და გემრიელ კვერცხს გვაძლევს
სადედლეს ჰქვია- ვარია.
როცა დედაა კრუხს ვარქმევთ,
იგი ფრთხილი და წყნარია,
მაგრამ თუ ქორი დაეცა,
ქათამი ავზე ავია.
ენის გასატეხი: ქარი დაქრის ბაქი-ბუქით,
ქოხში გაქრა ჭრაქის შუქი.
მაინც არ კრთის ციცქნა შუქრი,
თავს ეფრქვევა მთვარის შუქი.
ანდაზა: ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებსო.
გამოცანა: უფეხო და უხელოა ,
სწრაფი არის მეტად,
მთად და ბარად დათარეშობს,
რას დაეძებს ნეტავ?
მათემატიკა: გვ. 126-ე, N7 (შეადარონ)
გვ. 127-ე N8
No comments:
Post a Comment