მათემატიკა: გვ.173-ე N6, 7, 8.
ქართული: გვ. 98-ე კითხვით.
დასაწერად: გვ.97-ზე ორსიტყვიანი წინადადებები აქციე სამსიტყვიანად.
ლექსი:
ჯიხვი კლდეზე გარინდულა
და შეჰხარის მზიან დარს,
არ ესროლო მონადირევ,
ამ ჩვენს ლამაზ ბინადარს!
გამოცანა:
არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით,
ყველას გაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი.
ენის გასატეხი: იჯაჯღანა ,იჯაჯღანა,
ჯმუხმა გოგომ-ჯუნამ.
-ჯუჯა ჯაბას სირბილში, ვერ
ვაჯობოო უნდა?
იჯაყჯაყა, იჯაყჯაყა,
ვინ აჯობებს, აბა?
ჯმუხი ჯუნა ჩამორჩა და
გაიმარჯვა ჯაბამ.
ანდაზა: ჯერ ძილი, მერე სიზმარიო.
No comments:
Post a Comment