Monday, 16 March 2015

17.03.15

მათემატიკა:   გვ. 199-ე  N2

                          გვ. 201-ე  N7

                           გვ.  202-ე  მთლიანად. (ჩაწერონ მხოლოდ მაგალითები).


ქართული:  გვ.  118-ე  კითხვით.

დასაწერად:  გვ. 118-ზე  ,,ჩასვი შესაბამისი სიტყვები".

ლექსიკონი:
ვარია-ზრდადაუსრულებელი დედალი
ყვინჩილა-ზრდადაუსრულებელი  მამალი
ბიბილო-წითელი, ბრტყელი და დაკბილული ამონაზარდი ზოგი ფრინველის თავზე
დეზი- ზოგიერთი მამალი ფრინველის ფეხზე  გამონაზარდი
ბახალა-ყვავის ნაშიერი
მართვე-არწივის ნაშიერი
ნოხი-ხალიჩა
ველი- დიდი მინდორი
ფარჩა-ძვირფასი  ქსოვილი  (აბრეშუმის)
ლაღობენ-ხარობენ



ლექსი:

       ტყეში
ტყეს მწვანე ფარჩა ჩაუცვამს,
ჭრელ ნოხებს ჰგვანან ველები,
ყურებს აცქვეტენ კურდღლები,
ლაღობენ დათვის ბელები.

ყველა ფრინველი ბარტყსა წვრთნის,
მართვენი ფრენამ დაღალა,
ხტომას, გალობას სწავლობენ
ყველა ბარტყი და ბახალა.  

ყვავილთა გაშლას გვახარებს
ფუტკრების აზუზუნება...
გაზაფხულია,  გამოდით
გაუღვიძია ბუნებას.


No comments:

Post a Comment