Wednesday, 15 April 2015

16.04.15

მათემატიკა:  გვ. 224-ზე  N1  და  გვ. 225-ე მთლიანად.

ქართული:  ,,კომბლე"  კითხვით.

დასაწერად:  მე-2  კლასის რვეულებში  გამოწერონ  ნიმუში.

ლექსი:
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა,
ჯეჯილმა მუხლი იყარა,
ფერი იცვალა ყანამა.

მალე პურებიც შემოვა,
იხაროს გლეხის ძალამა,
ბნელი გააპოს ნათელმა,
ბოროტი გული -დანამა.


ანდაზა;  ჟინიანობა ჭკუამოკლეობის ნიშანიაო.

გამოცანა:
 შვენის ციცქნა რქები
და სამოსი ჭრელი,
ფეხები აქვს მოკლე
კისერი -კი გრძელი.

ენის გასატეხი:

თვალჟუჟუნა  ჟუჟამ  გუშინ
მჟავე ხილი იგუნება,
ჩვენც გვინდაო, ჟუჟუს ხიდან
უჟივჟივეს ჩიტუნებმა.


ყურადღება:  პარასკევს  ბავშვებს  მოაკითხეთ  5  გაკვეთილის შემდეგ.


No comments:

Post a Comment