Wednesday, 27 May 2015

28.05.15

              ს ა ზ ა ფ ხ უ ლ ო    დ ა ვ ა ლ ე ბ ე ბ ი

მათემატიკა:
ყოველდღე- 1 ამოცანა ( პირობის  მოკლე ჩანაწერი,  ამოხსნა, პასუხი).
                     
                       3 განტოლება  ( უცნობ  შესაკრებზე,  საკლებზე,  მაკლებზე).

                       4  მაგალითი  (ერთი  და  ორმოქმედებიანი-   მორიგეობით).

                       შეცდომების  გასწორება  დიდ  საკლასო  რვეულებში.

                       ზეპირი  ანგარიში  20-ის  ფარგლებში.

                       ივარჯიშონ  ორნიშნა  რიცხვებზე.

ქართული:

დღეში  2  წინადადება  მე-2  კლასის  რვეულებში.

მორიგეობით:  გადაწერონ  წიგნიდან,  შეადგინონ თვითონ,  ჩაწერონ  კარნახით,  წინადადებაში  სიტყვებს  დაუსვან  კითხვები,

წერონ  დღიურები (რა  გადახდათ  თავს).

წასაკითხი  ლიტერატურა:
1. ი. გოგებაშვილის  მოთხრობები
2. ლექსები ( ავტორები:  გივი  ჭიჭინაძე,  ნოდარ დუმბაძე, აკაკი წერეთელი,  ხალხური). ან თვითონ რაც  მოსწონთ.
3. კარლო კოლოდის  ,,პინოქიო"
4.  ჯანი როდარის  ნაწარმოებები
5. კიპლინგის  ,,მაუგლი"
5. ხალხური  ზღაპრები
6.  ლუის  კეროლის  და  ასტრიდ  ლინდგრენის  ნაწარმოებები  თუ  დააინტერესებთ  და  მოეწონებათ.
7.  პაატა მამფორიას, ავთანდილ არაბიძის, ნინო ბეზარაშვილის  და  ნუგზარ  შატაიძის საბავშვო  მოთხრობები.
ასევე  ასაკის  შესაფერისი    ნებისმიერი  ნაწარმოები.


ინგლისურში:
წიგნში:  62-ე  გვ-ის  ჩათვლით  ნასწავლი  გაკვეთილები  იკითხონ. ყოველდღე  გამოწერონ  ნასწავლი  სიტყვები. არ  დაივიწყონ სიტყვების  მნიშვნელობები.
რვეულში:  38-ე  გვ-დან   49-ე  გვ-დის ჩათვლით.

ცხრილს,  წაკითხული  ლიტერატურის  ჩასაწერად , შემოგთავაზებთ  მოგვიანებით.
                           

Wednesday, 6 May 2015

7.05.15

           პარასკევს   (8.05.15),   მარიამ  ზაქარეიშვილი  თანაკლასელებს   უმასპინძლდება  ტორტით.   მარიამს   და  მის  მშობლებს   (ძალიან  წინასწარ)  ვულოცავთ  მარიამის   დაბადების  დღეს   და  ვუსურვებთ  ყოველივე  კარგს!
           გთხოვთ,  ბავშვებს  შეახსენოთ   მისალოცი ბარათები.
           მოაკითხეთ  თქვენს  შვილებს  12 სთ  და  30 წთ-ზე.      

Monday, 4 May 2015

5.05.15

შეგახსენებთ,  რომ  დღეს  5  გაკვეთილი  უტარდებათ!

Sunday, 3 May 2015

4.05.15

ლექსი:
            თხა
თხა მყავს კუდა და ნაცარა,
მთელი ვენახი გაცალა, ისე შესანსლა ყურძენი,
წვერი არ გააცანცა

ამბობს ბაბუა ილია:
მაგას ჩამოსძვრეს კბილია,
თავიდან მოვიცილებდი,
რძე რომ არ ჰქონდეს ტკბილია.

ანდაზა:  ხარი ხართან  რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.

გამოცანა:
ტანმორთული ეს ფრინველი
ვიდრე გულს არ  მოიჯერებს,
გრძელნისკარტით უტევს ხეებს
და მუსრს ავლებს მავნე  მწერებს.

ენის  გასატეხი:  
ტირის მარტი, გულს უკლავს
შინ ჩაკეტილ პატარებს,
ტიტას ბატი ფარფატა
ტალახ-ტალახ ტანტალებს.