Sunday, 3 May 2015

4.05.15

ლექსი:
            თხა
თხა მყავს კუდა და ნაცარა,
მთელი ვენახი გაცალა, ისე შესანსლა ყურძენი,
წვერი არ გააცანცა

ამბობს ბაბუა ილია:
მაგას ჩამოსძვრეს კბილია,
თავიდან მოვიცილებდი,
რძე რომ არ ჰქონდეს ტკბილია.

ანდაზა:  ხარი ხართან  რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო.

გამოცანა:
ტანმორთული ეს ფრინველი
ვიდრე გულს არ  მოიჯერებს,
გრძელნისკარტით უტევს ხეებს
და მუსრს ავლებს მავნე  მწერებს.

ენის  გასატეხი:  
ტირის მარტი, გულს უკლავს
შინ ჩაკეტილ პატარებს,
ტიტას ბატი ფარფატა
ტალახ-ტალახ ტანტალებს.

No comments:

Post a Comment