Wednesday, 27 May 2015

28.05.15

              ს ა ზ ა ფ ხ უ ლ ო    დ ა ვ ა ლ ე ბ ე ბ ი

მათემატიკა:
ყოველდღე- 1 ამოცანა ( პირობის  მოკლე ჩანაწერი,  ამოხსნა, პასუხი).
                     
                       3 განტოლება  ( უცნობ  შესაკრებზე,  საკლებზე,  მაკლებზე).

                       4  მაგალითი  (ერთი  და  ორმოქმედებიანი-   მორიგეობით).

                       შეცდომების  გასწორება  დიდ  საკლასო  რვეულებში.

                       ზეპირი  ანგარიში  20-ის  ფარგლებში.

                       ივარჯიშონ  ორნიშნა  რიცხვებზე.

ქართული:

დღეში  2  წინადადება  მე-2  კლასის  რვეულებში.

მორიგეობით:  გადაწერონ  წიგნიდან,  შეადგინონ თვითონ,  ჩაწერონ  კარნახით,  წინადადებაში  სიტყვებს  დაუსვან  კითხვები,

წერონ  დღიურები (რა  გადახდათ  თავს).

წასაკითხი  ლიტერატურა:
1. ი. გოგებაშვილის  მოთხრობები
2. ლექსები ( ავტორები:  გივი  ჭიჭინაძე,  ნოდარ დუმბაძე, აკაკი წერეთელი,  ხალხური). ან თვითონ რაც  მოსწონთ.
3. კარლო კოლოდის  ,,პინოქიო"
4.  ჯანი როდარის  ნაწარმოებები
5. კიპლინგის  ,,მაუგლი"
5. ხალხური  ზღაპრები
6.  ლუის  კეროლის  და  ასტრიდ  ლინდგრენის  ნაწარმოებები  თუ  დააინტერესებთ  და  მოეწონებათ.
7.  პაატა მამფორიას, ავთანდილ არაბიძის, ნინო ბეზარაშვილის  და  ნუგზარ  შატაიძის საბავშვო  მოთხრობები.
ასევე  ასაკის  შესაფერისი    ნებისმიერი  ნაწარმოები.


ინგლისურში:
წიგნში:  62-ე  გვ-ის  ჩათვლით  ნასწავლი  გაკვეთილები  იკითხონ. ყოველდღე  გამოწერონ  ნასწავლი  სიტყვები. არ  დაივიწყონ სიტყვების  მნიშვნელობები.
რვეულში:  38-ე  გვ-დან   49-ე  გვ-დის ჩათვლით.

ცხრილს,  წაკითხული  ლიტერატურის  ჩასაწერად , შემოგთავაზებთ  მოგვიანებით.
                           

No comments:

Post a Comment