ქართული: ასო-ბგერა "დ"
ლექსი:
შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავები ზედა,
სულ აკვანზე დამაყარე,
საყვარელო დედა.
ენის გასატეხი:
დიდი დათვი დრუნჩიანი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე წამომდგარა,
თაფლის ჭამით დამთვრალაო.
დამთვრალა და და-და-და-და!
რა დიდგულა გამხდარაო.
გამოცანა:
ხან გაცეკვებს "ხორუმს",
ხანაც "განდაგანას",
დღენიადაგ სცემენ,
მაგრამ სტკივა განა?
ანდაზა:
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.
დავალება: საკითხავი მასალა - იგივე.
ზეპირად შეადგინონ ორსიტყვიანი და სამსიტყვიანი წინადადებები.
მათემატიკა:
გვერდი 30-31
წინა და მომდევნო რიცხვები
ორ-ორად თვლა
ამოკრეფით თვლა
No comments:
Post a Comment