-ვ-
ლექსი: თივას მიადგა ფურდედო
ცუგომ ატეხა განგაში:
ახლა ბალახიც ბევრია,
თივა მიირთვი ზამთარში!
ანდაზა: ვინც დაიზარაო, არ გაიხარაო.
გამოცანა: არ ვარ ბუკი, არც საყვირი,
არც სხვა რამე გასაკვირი,
ერთი რამე ცხოველი ვარ,
როცა მინდა ცას გავყვირი.
ენის გასატეხი: ვანის ველზე ვენახი გვაქვს
ვბარავთ, ვმორჩნით, ვწამლავთ, ვყელავთ,
ვერვინ გვჯობნის სწავლაში და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.
გვ . მე-.18-19 კითხვით,
მათემატიკა: გვ. 34-ე, ბოლო 6 მაგალითი ჩაწერონ რვეულში.
No comments:
Post a Comment