ლექსი: ზღარბო, ზღარბო ქაცვია
ეგ რა ქურქი გაცვია!
დამიკაწრეს ხელები
მაგ ჩხუტია ნემსებმა,
ნეტა შენი დედიკო
როგორ გეალერსება?
ენის გასატეხი: ზარი ზანზარებს უზარმაზარი
ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.
გამოცანა:
რკინის ქუდი მხურავს,
რკინისა მაქვს ენა,
დილაადრიანად
გიხმობთ საქმისკენა.
ანდაზა: ზარმაცისთვის ყოველდღე უქმეაო.
მათემატიკა: გვ. 46-ე და 47-ე.
ქართული: გვ.25-ე კითხვით.
No comments:
Post a Comment