მათემატიკა: გვ. 42-ე, 43-ე.
რვეულში ჩახაზონ სამკუთხედები და ოთხკუთხედები.
ქართული: გვ. 23-ე, 24-ე.
ლექსი:
უწყლოდ ხმებოდა ვაშლის ხე,
წყალი ვასვით და რა წყალი,
მთელი ზაფხული ვუვლიდით,
ძლივს დავარწყულეთ საწყალი.
დადგა მეორე ზაფხული,
ვხარობთ, ვზეიმობთ ბავშვები, -
ჩვენი მოვლილი ვაშლის ხე
გვიმასპინძლდება ვაშლებით.
გამოცანა:
ის კატას ჰგავს გარეგნობით,
კბილები აქვს ბასრი პირში,
ტყეში ნადირთ ვერ უვლიათ
იმ ჭრელბეწვა მხეცის შიშით.
ანდაზა:
ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
ენის გასატეხი:
ნ ნიავმა ნახა და
მიიწვია ნადიმზე,
ნამით ნაბან მინდორზე
ერთად ენთო ასი მზე.
No comments:
Post a Comment